Home » საზოგადოება » “მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს”
"მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს"

“მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს”

საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ბევრი მნიშვნელოვანი საერთო რეფორმა დაგეგმა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლებიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს ეხება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ბევრი საერთო რეფორმა დაგეგმა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლარიზაციის რეფორმაა.

„სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ზედამხედველობის მოქცევა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში, სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე თმით, საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის ურთიერთქმედების გაძლიერებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებას.

Share