Home » საზოგადოება » „მნიშვნელოვანია კოვიდის სწორად მართვა, ყოველი თეთრის მიზნობრივ ხარჯვას ჩვენ გავაკონტროლებთ“

„მნიშვნელოვანია კოვიდის სწორად მართვა, ყოველი თეთრის მიზნობრივ ხარჯვას ჩვენ გავაკონტროლებთ“

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის (1.1 მლრდ ლარის) ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ ლარი, მოდის COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიმართა თანამოქალაქეებს აიცრან და ამით გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკა.

„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს კოვიდის მართვა, თითეული თეთრის მიზნობრივი ხარჯვა და ამას ჩვენ გავაკონტროლებთ,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვილელები განიხილეს.

რაც შეეხება ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს ირაკლი კოვზანაძის თქმით, მშპ 3,4%-ით 7.7%-მდე იზრდება, დეფიციტი მცირდება 7,6%-დან 6, 9%-მდე.

“იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6%-მდე ანუ 5, 4% -ით. ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114 მლნ ლარით იზრდება და აღწევს თითქმის 19.5 მილიარდ ლარს,“ – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, დღევანდელი შემაჯამებელი სხდომით დასრულდა 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებების საკომიტეტო განხილვები და საკითხს ხვალ რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

Share