Home » ახალი ამბები » მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი ,,ფუძემზეობა“ რაჭაში
მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი ,,ფუძემზეობა“ რაჭაში

მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი ,,ფუძემზეობა“ რაჭაში

13 აგვისტოს, 18:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნიკორწმინდაში  მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი ,,ფუძემზეობა“ გაიმართება. ზეიმში მონაწილეობას მიიღებენ ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული,  რევაზ მიშველაძე,  ელგუჯა ბურდული და ტარიელ ხალხელაური.

ღონისძიებაში  ასევე მონაწილეობენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახალხო მთქმელები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შორის, ამბროლაურის  კულტურის ცენტრის ანსამბლები ,,ბერმუხა“  და ,,ბარაკონი“, ,,საგალობელი“, იავნანა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ამბროლაურის  სალოტბარო სკოლა,  ცაგერის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი“, წყალტუბოს ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის ანსამბლი „ნადური“, ლენტეხის  მომღერალთა  ანსამბლი ,,ლაშხვეთი“ ,  ონის  მომღერალთა (გლოლის )  ანსამბლი ,,ბუბა“.

მნიშვნელოვანია, რომ მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი „ფუძემზეობა“ პირველად, შარშან, ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, სახალხო ზეიმი ტრადიციული გახდა და ყოველწლიური ხასიათი მიიღო.  რაჭას, თუნდაც მცირე ხნით, დაუბრუნდებიან ცნობილი რაჭველები. და ერთად აღნიშნავენ “ფუძემზეობის” დღესასწაულს.

ღონისძიება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდამჭერით გაიმართება.

 

Share