Home » საზოგადოება » მიწისქვეშა გვირაბები, კაფე-ბარები, მარნები და მეღვინეობის ცენტრი – ველისციხეს ისტორიული ფუნქცია უბრუნდება
მიწისქვეშა გვირაბები, კაფე-ბარები, მარნები და მეღვინეობის ცენტრი – ველისციხეს ისტორიული ფუნქცია უბრუნდება

მიწისქვეშა გვირაბები, კაფე-ბარები, მარნები და მეღვინეობის ცენტრი – ველისციხეს ისტორიული ფუნქცია უბრუნდება

 მომავალი წლისთვის ველისციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში ველისციხე ძველ არქიტექტურულ მიმზიდველობას დაიბრუნებს და როგორც მის გენგეგმაშია გაწერილი შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.

სოფელ ველისციხის გენერალური რეგულირების გეგმის პრეზენტაცია ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრში, გაიმართა. პროექტის მიზანია ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელსაც დაუბრუნდება საუკუნეების წინანდელი ფუნქცია.

“სოფელი ველისციხე, III-IV საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში, როგორც დიდი საქარავნო და სავაჭრო ადგილი. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ გენერალური რეგულირების გეგმის მთავარ სამოქმედო ნაწილს, მისი საინტერესო ტურისტული ინფრასტრუქტურული პოტენციალი წარმოადგენს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-გომბორი-თელავი-ველისციხე 94კმ-ით, თბილისი-გურჯაანი-ველისციხე 94კმ-თ და თბილისი-კაკაბეთი-ჭერემი-ველისციხე 69კმ-ით, რაც თავის მხრივ გაადვილებს, როგორც შიდა ტურისტების გადაადგილებას, ასევე საერთაშორისო ტურისტების მოძრაობს, მით უმეტეს როცა 69 კილომეტრიან გზაზე, შესაძლებელია ისტორიული ქალაქის მონახულებაც, სოფელ ჭერემის სახით”, – განმარტავს გურჯაანის მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი.

ველისციხის გენერალური რეგულირების გეგმაზე კომპანია “ამხანაგობა 21”-მა იმუშავა და 6 თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება საპროექტო სამუშაოები რეაბილიტაციის მიზნით.

Share