Home » საზოგადოება » „მიწის მესაკუთრემ, რომელიც ფლობს მიწას და წლების განმავლობაში არ ამუშავებს, გადასახადი უნდა გადაიხადოს“

„მიწის მესაკუთრემ, რომელიც ფლობს მიწას და წლების განმავლობაში არ ამუშავებს, გადასახადი უნდა გადაიხადოს“

„მიწის მესაკუთრემ, რომელიც ფლობს მიწას და წლების განმავლობაში არ ამუშავებს, გადასახადი უნდა გადაიხადოს“, – ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე აცხადებს.

„მიწების რეგისტრაციის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და რაღაც რეგულაციებია მისაღები, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ვიცოდეთ ქვეყანაში რამდენი გვაქვს მიწის ფონდი.

მიწაზე გადასახადი ყველა უნდა გადაიხადოს და ამასთან დაკავშირებით რაიმე შეღავათები არ უნდა იყოს. მიწა გამოყენებადი რესურსია და ამაზე გადასახადი აუცილებლად უნდა იყოს. დაუშვებელია მიწის მესაკუთრეები, რომლებიც არ ამუშავებენ მიწას. ჩემი აზრით, უნდა დაწესდეს მიწის მოცდენის გადასახადი.

მიწის მესაკუთრემ, რომელიც ფლობს მიწას და წლების განმავლობაში არ ამუშავებს, გარკვეული გადასახადი უნდა გადაიხადოს. ეს არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელი ქვეყნის განვითარებისთვის. არსებული რესურსი დროულად და ეფექტურად გამოვიყენოთ“, – განაცხადა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ.

 

Share