Home » საზოგადოება » “მიწასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, როგორც კონონის ცვლილებაზე, ასევე საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაზე“
"მიწასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, როგორც კონონის ცვლილებაზე, ასევე საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაზე“

“მიწასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, როგორც კონონის ცვლილებაზე, ასევე საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაზე“

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებები შევა.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო განხილვების პროცესში მიწის თემაზე სერიოზული მსჯელობა გაიმართება.

“საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ ფართო საზოგადოებას ყველაზე ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ აქვს, ყველაზე მეტად მიწის საკითხი აღელვეს. გამომდინარე აქედან, შედგება სერიოზული მსჯელობა როგორც საკომიტეტო, ისე პლენარულ სხდომაზე. ჩვენ ვფიქრობთ, როგორც კონონის ცვლილებაზე შესაბამისი მიმართულებით, ასევე საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Share