Home » საზოგადოება » მიწა, სადაც ჩაის აღორძინების პროექტი განხორციელდება, სახელმწიფოს საკუთებაში დარჩება
მიწა, სადაც ჩაის აღორძინების პროექტი განხორციელდება, სახელმწიფოს საკუთებაში დარჩება

მიწა, სადაც ჩაის აღორძინების პროექტი განხორციელდება, სახელმწიფოს საკუთებაში დარჩება

მიწა, სადაც  „ქართული ჩაის აღორძინების პროექტის“ განხორციელება იგეგმება სახელმწიფოს ეკუთვნის და სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება“, – დავით საგანელიძემ კრიტიკოსებისთვის კიდევ ერთხელ განმარტება „იმედის“ ეთერიდან გააკეთა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი წალენჯიხაში მდებარე 12 ჰა მიწაზე საუბრობს, სადაც ფონდი ჩინურ ჰოლდინგთან ერთად პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„რაც შეეხება მიწის გასხვისების საკითხს, ამაზე საუბარი არ არის და არც ყოფილა. მიწა დარჩება სახელმწიფოს კუთვნილებაში. აქ, საუბარია მხოლოდ იმაზე, მიწა  40-49 წლიანი არენდით გადაეცეს „საპარტნიორო ფონდს“, ანუ ისევ სახელმწიფო სტრუქტურას,  როგორც პროექტის პარტნიორს“, – ამბობს დავით საგანელიძე, აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი საქართველოში“ ჩაის აღორძინების პროექტის“ წარმატებულად განხორციელების გარანტიას  იძლევა და ამასთან, გამორიცხავს, რომ ამ მიწის სხვა დანიშნულებით გამოყენება მოხდეს.

დავით საგანელიძე ამბობს, რომ 15 წლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა 500 მლნ დოლარს შეადგენს.

პროექტის პირველი ეტაპი წალენჯიხიდან იწყება,  რაც ჩაის კულტურის აღდგენასა და პლანტაციების რეაბილიტაციას გულისხმობს. პროცესში ჩაერთვება ჩინური მხარე, რომელსაც ჩაის წარმოებაში დიდი გამოცდილება აქვს და ასევე უმსხვილესი მომხმარებელიცაა.

„ჩინური მხარე მზად არის საქართველოში აღადგინოს ჩაის ინდუსტრია და  საბაზრო ფასით თავად შეიძინოს ქართული პროდუქტი, რაც რეალიზაციის პრობლემას მოხსნის. ფაბრიკების ტექნიკური აღჭურვილობის გადმოცემას კი, ჩინური მხარე გრანტის სახით გეგმავს“, – ამბობს საგანელიძე.

ფონდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 25 წლიანი პაუზის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რეგიონში ჩაის კულტურის აღორძინების შედეგად ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდეს, “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურ ჯგუფთან” ერთად შემუშავებული პროექტი კი,  ადგილობრივების  შემოსავლების ზრდის გარანტორი გახდება.

 

Share