Home » მსოფლიო » მიშუსტინმა ნავთობისა და გაზის გლობალური უარყოფისთვის ეკონომიკის მომზადების დავალება გასცა

მიშუსტინმა ნავთობისა და გაზის გლობალური უარყოფისთვის ეკონომიკის მომზადების დავალება გასცა

რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა მსოფლიოში ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის შემცირების შესაძლებლობას, შეცვალა თავისი პოზიცია და დაიჯერა ენერგეტიკული პერიოდების ცვლილების.

გამოცემა TASS-ის ცნობით, ორშაბათს, რუსეთის პრემიერ მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა დავალება ფასცა, რომ წლის ბოლომდე შემუშავებულიყო რუსეთის ეკონომიკის გლობალურ ენერგეტიკულ გარდამავალ პერიდოთან ადაპტირების გეგმა.

”მსოფლიო ეკონომიკა ორიენტირებულია თანდათანობით გადავიდეს ნახშირბადის ენერგიის დაბალ გამოყენებაზე. ეს უკვე ახალი რეალობაა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ტრადიციული საწვავის: ნავთობის, გაზის, ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შემცირებისთვის. აუცილებელია შეფასდეს ქვეყნის წინაშე არსებული ყველა რისკი და გამოწვევა”, – თქვა მიშუსტინმა, ვიცე-პრემიერებთან შეხვედრისას.

რუსეთის ეკონომიკის რადიკალური რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელიც ნახშირწყალბადების გაყიდვიდან ექსპორტის შემოსავლებში ყოველ მეორე დოლარს იღებს, სამი თვის განმავლობაში უნდა შემუშავდეს.

პროცესის წარმართვა დაევალა პირველ ვიცე-პრემიერს, ანდრეი ბელუსოვი, რომელიც პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწეა ეკონომიკურ საკითხებში. იგი ითვლება კრემლის სახელმწიფო დაგეგმვის “იდეოლოგად” და ეროვნული პროექტების ავტორად.

”ჩვენი პროგნოზის სიზუსტე დიდწილად განსაზღვრავს წარმატებას ეროვნული განვითარების მიზნების მიღწევაში, რომელიც პრეზიდენტმა დაადგინა მომდევნო 10 წლის განმავლობაში,” – განაცხადა მიშუსტინმა.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში ნავთობმა, გაზმა და ნავთობპროდუქტებმა რუსეთს 99,7 მილიარდი დოლარი მოუტანა – ექსპორტის შემოსავლების 49%.

გასულ წელს ეს მაჩვენებელი 150 მილიარდი დოლარი იყო (ექსპორტის შემოსავლების 40%), 2019 წელს – 238 მილიარდი დოლარი (ექსპორტის შემოსავლების 56%), 2018 წელს – 262 მილიარდი დოლარი (ექსპორტის შემოსავლების 59%).

“სბერბანკის” შეფასებით, ნახშირწყალბადების საქონლის ექსპორტის შემცირებისა და ნახშირბადის ტრანსსასაზღვრო რეგულაციის შემოღების შედეგად, რუსულმა ექსპორტმა 2050 წლისთვის შესაძლოა 4 ტრილიონზე მეტი დაკარგოს.

ნავთობის წარმოება რუსეთში დეკარბონიზაციის ამჟამინდელი ტემპით მომდევნო 30 წლის განმავლობაში სამჯერ შემცირდება, ხოლო მისი ექსპორტი 4-6-ჯერ.

სანდრო პირველი

 

 

 

Share