Home » საზოგადოება » „მირორი”: წყვილმა საქართველოდან, სუროგატ დედებს, 20 ბავშვში, წლის განმავლობაში 138000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადა

„მირორი”: წყვილმა საქართველოდან, სუროგატ დედებს, 20 ბავშვში, წლის განმავლობაში 138000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადა

ინგლისური პრესა საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი წყვილის შესახებ წერს

23 წლის კრისტინა ოზთურქი და მისი მილიონერი ქმარი გალიფ ოზთურქი, რომლებმაც წლის და 2 თვის განმავლობაში სუროგატ დედებს 138 000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს, არ გამორიცხავენ ოჯახში ბავშვების რაოდენობის 100-მდე გაზრდას, – წერს „მირორი”

ბათუმში დასავენებლად ჩასულმა 23 წლის მარტოხელა დედა კრისტინა გაგარკინამ პირველივე საღამოს , რესტორანში, მომავალი მეუღლე, 57 წლის თურქი ბიზნესმენი, თურქეთის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი, 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქი გაიცნო.

კრისტინამ და გალიპმა გადაწყვიტეს, რომ კავშირის გამყარებისთვის ყველაზე კარგი ბევრი შვილი გაჩენა იყო და დასახული მიზნის მისაღწევად დახმარებისთვის სუროგატ დედებს მიმართეს.

წყვილს წლის და ორი თვის წინ ერთადერთი ბავშვი ჰყავდა – 5 წლის ვიქტორია, ამჟამად კი მათ ოჯახში 21 ბავშვია. ოჯახი სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მათ ბავშვების მოვლაში 16 ძიძა ეხმარება.

The Sun წერს, რომ კრისტინა და გალიფი სუროგატ დედებს 8000 ევროს უხდიან, ხოლო ძიძები თვეში 500 დოლარს იღებენ. კრისტინა ამბობს, რომ ბავშვებისთვის ყველაფერ აუცილებლისთვის კვირაში 5000 -6000 დოლარია საჭიროა. მისი თქმით, თავადაც აპირებს გააჩინოს ბავშვი, მაგრამ ამჟამად ამისთვის არ არის მზად.

კრისტინა ამბობს, რომ მას ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარს, თუმცა, თუ მაინც გამორჩევაზე მიდგება საქმე, ყველაზე საყვარელი არის ხშირად ყველა ბავშვზე უფრო მეტად ბავშვი, მისი მეუღლე გალიფი.

შეგახსენებთ, რომ გალიფ ოზთურქი არის „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას”აქციათა ყველაზე მსხვილი პაკეტის და A კლასის აქციათა ერთადერთი განმკარგავი, სს „მეტრო ატლას ჯორჯიას” 100% აქციათა აქციონერი, ახლახანს ბათუმში 30 მილიონ ლარად 7023 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შემძენი სს „დე ჯგუფის” აქციონერი, 2020 წლის დასაწყისიდან ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ავტომობილების, მოტოციკლების, ტვირთის, ქონების, პასუხსიმგებლობისა და სამოგზაურო კომპანია „კამარას” (ამჟამად სს „გრინ დაზღვევა საქართველო”) მფლობელი და სხვა.

წყარო: ipress.ge

Share