Home » ახალი ამბები » მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტი ვერ გახდა 12 000 ახალგაზრდა, უნივერსიტეტებში კი ვაკანტური 14 569 ადგილი დარჩა
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტი ვერ გახდა 12 000 ახალგაზრდა, უნივერსიტეტებში კი ვაკანტური 14 569 ადგილი დარჩა

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტი ვერ გახდა 12 000 ახალგაზრდა, უნივერსიტეტებში კი ვაკანტური 14 569 ადგილი დარჩა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ, 482-ია.

ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000 მათგანი.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა.

ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი გამოცდების შედეგებს დეტალურად ვებ-გვერდზე დღეს, 13:00 საათზე გამოაქვეყნებს.

Share