Home » ეკონომიკა » მიმდინარე წლის 1-ელი მარტისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33% შეადგინა

მიმდინარე წლის 1-ელი მარტისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33% შეადგინა

მიმდინარე წლის 1-ელი მარტისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33% შეადგინა.

სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებზე მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული კოეფიციენტი 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19%-ლი პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.36% პუნქტით).

რაც შეეხება კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობას (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 258.56 მლნ ლარით (0.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.29%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის 1-ელი მარტისთვის 38.43 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 186.87 მლნ ლარით (1.11%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 71.69 მლნ ლარით (0.34%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტების გარეშე, შემცირდა 0.36%-ით).

მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობში 1.00%-ით, ანუ 187.48 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 18.95 მლრდ ლარი შეადგინა.

რეზიდენტი იურიდიული პირისთვის 2021 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.62%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტების გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

Share