Home » ეკონომიკა » “მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად გაუმჯობესდა და მშპ-ის 8.7%-მდე შემცირდა”
"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად გაუმჯობესდა და მშპ-ის 8.7%-მდე შემცირდა"

“მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად გაუმჯობესდა და მშპ-ის 8.7%-მდე შემცირდა”

“მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პოსტ-საბჭოთა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის ქრონიკული პრობლემაა”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც საგარეო წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის თანაფარდობას ასახავს, საგრძნობლად გაუმჯობესდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტამდე შემცირდა.

“მინდა შევეხო შევხედოთ მიმდინარე ანგარიშსაც. როდესაც საგარეო სექტორის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა, რაც აისახება როგორც ადგილობრივი კომპანიების, ასევე მათ მიერ დასაქმებული ადამიანების შემოსავლებზე.

შედეგად, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც საგარეო წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის თანაფარდობას ასახავს, საგრძნობლად გაუმჯობესდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტამდე შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაგრძელდა.

მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პოსტ-საბჭოთა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის ქრონიკული პრობლემაა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ეს ფაქტი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალია უცხოელი ინვესტორებისა და სარეიტინგო ინსტიტუტებისთვის”, – აცხადებს კობა გვენეტაძე.

მოამზადა სანდრო პირველმა

Share