Home » ფინანსები » მიკროსაფინანსო სექტორი ₾ 23 მლნ-იან მოგებაზეა

მიკროსაფინანსო სექტორი ₾ 23 მლნ-იან მოგებაზეა

წლის პირველი კვარტალი მიკროსაფიანსნო სექტორმა 23 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სექტორის მოგება თითქმის 5 მლნ ლარით გაზრდილია.

გაზრდილია სექტორის აქტივების მოცულობაც და ის 1.5 მლრდ ლარს აღემატება.

სექტორს ჯამში 124705658 ლარის სესხები აქვს გაცემული, რაოდენობრივად 681 ათასი. აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო სექტორის მიერ დაკრედიტება შემცირებულია და ის როგორც თანხობრივად ისე რაოდენობრივად ჩამორჩება 2020 წლის მონაცემს. კერძოდ, კვარტლური კლება 5%-ია.

გაცემული სესხების უმეტესობა ტრადიციულად ფიზიკურ პირებზე მოდის, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა მხოლოდ 42.3 მლნ ლარია, მაშინ როცა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 1.2 მლრდ ლარს აღემატება.

საქართველოში სულ 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს და ბოლო წლებია მათი რაოდენობა კლებას განაგრძობს.

Q1/2021-ისთვის, 8.4 მლნ-ით ყველაზე მომგებიანი რიკოა(სექტორის მთლიანი მოგების 36%)3.6 მლნ ლარის მოგება მიიღო კრისტალმა რაც სექტორის მთლიანი მოგების თითქმის 15%.


882,501 ლარის მოგება აქვს ემბისის.

2.6 მლნ ლარი -„სვის კაპიტალს.

ლაზიკა კაპიტალის მოგება ₾ 609,773 -ია

932 708 ლარიან მოგებაზეა კრედიტსერვის+.

ლიდერკრედიტმა წლის პირველ კვარტალში 1.45 მლნ ლარის მოგება მიიღო. 

GBC.GE

Share