Home » ფინანსები » მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ონლაინ-სესხების გამცემი 12 კომპანია დარეგისტრირდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ონლაინ-სესხების გამცემი 12 კომპანია დარეგისტრირდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ონლაინ-სესხების გამცემი 12 კომპანია დარეგისტრირდა

დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ონლაინ-სესხების გამცემი 12 კომპანია დარეგისტრირდა, – აღნიშნულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

გასული წლის დეკემბერში ონალაინ-სესხების გამცემი 7 კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გახდა კერძოდ, mon.ge – ახლა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მონლაინი”; ccloan.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სისი ლოუნ”; cash24.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ისთ ვესთ კაპიტალი”; masesxe.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი ეს”; minicredit.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინფინიტი ჰოლდინგი”; mozo.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მოზო” დაVIVUS.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “4 ფინანსი”.

მიმდინარე წლის იანვარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესი 4-მა კომპანიამ გაიარა, კერძოდ, 1click.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფინპორტი”; netcredit.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ტვინო”; wincredit.ge – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ახალი ფინანსური ჯგუფი”; emascredit.com – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემას კრედიტი”.

თებარვალში ონალაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციაLENDO.ge მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს” სახელით დარეგისტრიდა.

ონლაინ-სესხების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთების აქტიური პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბრის ბოლოს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ონალიან-სესხების გაცემა აიკრძალებოდა. საკანომდებლო ცვლილებების თანახმად, მსგავსი სესხების გაცემა არ აიკრძალა, თუმცა მათთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდა, კერძოდ, განისაზღვრა სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი – ონლაინ სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

Share