Home » ახალი ამბები » მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა

მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა.

ოდესის გუბერნატორმა გადაცემა “შუსტერ ლაივში“ უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი და მისი კაბინეტის წევრები გააკრიტიკა, მათ შორის  – ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდე კვიტაშვილი.

„ჯანდაცვის მინისტრმა ცხრა თვის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა… მისი განცხადება სერიოზულად არავის აღუქვამს. ის ყოველ დღე დადიოდა სამინისტროში, იღებდა ხელფასს. ამ დროს ყველა ლობისტური ინტერესი ძალაში რჩებოდა: კომპანიების ნაწილს სრული მონოპოლია ჰქონდათ, ნაწილი კი ბაზარზე ვერ ხვდებოდა და ახალ მედიკამენტებს ვერ აპატენტებდა“, – განაცხადა მიხეილ საააშვილმა უკრაინული არხის ეთერში.

ოდესის გუბერნატორის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ უკრაინაში მედიკამენტების ფასი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალია .

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, უმნიშვნელოვანესი სფერო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო თანხის მხოლოდ 30 პროცენტით ფინანსდება და ეს ფულიც იფლანგება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ყველა მთავარ ექიმს საავადმყოფოს პირველ სართულზე საკუთარი აფთიაქი აქვს, სადაც ხდება ბიუჯეტის რესურსით ნაყიდი წამლების რეალიზაცია.

წყარო

Share