Home » საზოგადოება » “მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი დანაშული ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსებს ბრძოლის გარეშე არ გადასცა”

“მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი დანაშული ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსებს ბრძოლის გარეშე არ გადასცა”

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ასიამოვნოს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი “დანაშაული” ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსეთს ბრძოლის გარეშე არ ჩააბარა.

“არის სურვილი, რომ მოკლან ადამიანი. ერთადერთი მისი დანაშაული ის არის, რომ 2008 წელს არ გადასცა ქვეყანა ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე რუსებს. ეს არის მისი ერთადერთი დანაშაული”, – თქვა გიული ალასანიამ.

მან ასევე უკრაინის სახალხო დამცველთან, ლუდმილა დენისოვასთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

“ინფორმაცია მაქვს მხოლოდ ის, რასაც ვისმენ ტელევიზიით. ქალბატონი ძალიან აქტიურია და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია,რომ დაიცვას თავისი მოქალაქის უფლებები. იურიდიულად და ფორმალურად, დღეს ის არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ უკრაინა რა ტქმა უნდა ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Share