Home » საზოგადოება » მიხეილ სააკაშვილი – დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდით

მიხეილ სააკაშვილი – დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდით

მინდა, მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე. დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე, ხან ათასგვარ სისულელეზე, არავის ამის არ ჯერა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილი განაცხადა.

„ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, თუ ახლა ამაზე ვიღაც თვალებს ხუჭავს. ძალიან მალე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მხოლოდ სანქციები არ აგცდება, არამედ, შენ პირადად არ აგცდება სისხლის სამართლის საქმეები. ამიტომ არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევაა – ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს, არდაჭერის გადაწყვეტილება, რადგან ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის. ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება. ამის შემდეგ დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Share