Home » ფინანსები » მიხეილ დუნდუა: მჯერა, სებ-ი მოძებნის მიდგომებს ლარის მეტი სტაბილიზაციისთვის

მიხეილ დუნდუა: მჯერა, სებ-ი მოძებნის მიდგომებს ლარის მეტი სტაბილიზაციისთვის

ლარის კურსის მაჩვენებლი ლოგიკურად ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1-2 თვის წინანდელ გრძელვადიან პროგნოზს, – ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გამყარებაზე გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” ისაუბრა.

“ეროვნულ ბანკს ყავს საერთაშორისო შემფასებლებლები, რომლებიც აკვირდებიან თუ რამდენად სწორად მართავს პროცესს სებ-ი. ვერცერთ შეფასებას ნახავთ, სადაც ეროვნული ბანკი გაკრიტიკებულია, ან ლარის არასტაბილურობა მისი არასწორი პოლიტიკის შედეგია.

მცირე ეკონომიკის პირობებში, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ვაჭრობაში და მის ირგვლივ რეგიონში მნიშვნელოვანი სავალუტო რყევები ხდება, ეს გავლენას ახდენს ლარის კურსზე და მის არასტაბილურობაზე.

ჩვენ რომ ვიყოთ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც შეგვიძლია ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ისეთი რეალიზაცია მოვახდინო შიდა ბაზარზე, რომ ამით თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ და ექსპორტი არ დაგვჭირდეს, ან იმპორტთან მიმართებაში არ გვქონდეს დიდი დამოკიდებულება, ამ დროს ვალუტა იქნებოდა სტაბილური” – ახსნა მიხეილ დუნდუამ.

მისი თქმით, საქართველოს პირობებში გლობალური რყევები, პანდემია, თურქეთის სავალუტო მაჩვენებლები და სხვა ფაქტორები, ბუნებრივია, პერმანენტულად ურტყამდა ლარის კურსს, როგორც 2019 წელს, ასევე 2020 წელს.

“ეს ყველაფერი, ფსიქოლოგიური ფაქტორები მოიხსნა და დავინახეთ, რომ ლარის კურსმა სტაბილიზაცია დაიწყო.

სამუშაო არის, თუმცა დარწმუნებული ვარ ეროვნული ბანკი მოძებნის იმ მიდგომებს, რომელიც სამომავლოდ ეროვნული ვალუტის უფრო მეტ სტაბილიზაციას უზრუნველყოფს”, – განაცხადა დუნდუამ.

“ბიზნესპარტნიორი”

Share