Home » საზოგადოება » მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს – გიორგი კაპანაძე

მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს – გიორგი კაპანაძე

მიჩნდება  გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს“, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ესკო“ ჯიუტად განაგრძობს ელექტროენერგიის იმპორტის მხოლოდ საშუალო შეწონილი ტარიფების გამოქვეყნებას და თავს არიდებს დღის, ღამის და უქმე დღეების მონაცემების გასაჯაროებას.

„ჩემთვის გაუგებარია, მაშინ, როცა „ესკო“ გადაწყვეტილებაზე მუშაობს სწორედ დღის, ღამის და უქმე დღეების საიმპორტო ფასების, ანუ  საკონტრაქტო ფასის მიხედვით, რატომ არიდებს თავს მიღებული გადაწყ ვეტილების შესახებ ინფორმაციის სწორედ ასეთსავე ფორმატში გასაჯაროებას. მის მიერ გამოქვეყნებული საშუალო შეწონილი ტარიფები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სრულფასოვანი ანალიზი გაკეთდეს, ობიექტურად და მართებულად ხდება თუ არა ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი.

„ესკოს“ დღემდე არ უპასუხია „აფბას“ მოთხოვნაზე გამოაქვეყნოს იმპორტის საკონტრაქტო ფასი და არა საშუალო შეწონილი. „ესკოს“ ხელმძღვანელობა ამ თემაზე საუბარს მედიაშიც არიდებს თავს. ამის ნათელი მაგალითია თქვენს ეთერში სტუმრობაზე დათანხმების ნაცვლად, პასუხად გაუგებარი წერილის გამოგზავნა და ამით პრატიკულად უარის შემოთვლა.

შესაბამისად, მიჩნდება  გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ გადაცემა „საქმეში“ სტუმრობისას.

 

Share