Home » საზოგადოება » მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ

მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი და ვერცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ.

„აღსანიშნავია, რომ სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და სახელმწიფო საწარმოში „მოსავლის მართვის კომპანია” სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

აღინიშნა, რომ ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ მოწყობილ ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია. 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share