Home » ახალი ამბები » მეუფე ნიკოლოზი: ვაქცინაცია საერთოდ არ არის სინოდის საქმე, ეს არის სამედიცინო სფერო

მეუფე ნიკოლოზი: ვაქცინაცია საერთოდ არ არის სინოდის საქმე, ეს არის სამედიცინო სფერო

სინოდის წევრები ვაქცინაციის საკითხში არ ჩარეულან, რადგან ეს მედიცინის სფეროა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანების ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ჩაიტარებენ თუ არა ვაქცინაციას.

ვაქცინაცინაციასთან დაკავშირებით სინოდის გადაწყვეტილება ძალიან მარტივი იყო – ეს საერთოდ არ არის სინოდის საქმე. ეს არის სამედიცინო სფერო. ჩვენ მადლობას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ ადამიანის თავისუფლება არ იზღუდება. უნდა აიცრას, არ უნდა, ნუ აიცრება. ჩვენ საღვთისმეტყველო, საეკლესიო მსჯავრს არ გამოვიტანთ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

Share