Home » საზოგადოება » მეუფე იაკობი: ფარცხალაძე და მამაცაშვილი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს 15 მლნ-ს სთხოვდნენ
მეუფე იაკობი: ფარცხალაძე და მამაცაშვილი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს 15 მლნ-ს სთხოვდნენ

მეუფე იაკობი: ფარცხალაძე და მამაცაშვილი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს 15 მლნ-ს სთხოვდნენ

პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ 15 მილიონს სთხოვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობი მთავარ არხს ესაუბრა. ცნობისთვის, ნიკოლაიშვილი მინისტრი 2010-2012 წლებში იყო.

“იკითხა, სად მაქვსო? ეტყობა, მინისტრი რომ იყო [იმიტომ მოსთხოვეს]… თუ გადაუხდიდა, მერე კიდევ მოსთხოვდნენ. კაბინეტში სთხოვდნენ 15 მილიონს… მე ჩემს სიტყვას გეტყვით – თავს მოგაჭრი მეთქი, ვუთხარი [ფარცხალაძეს]” – ამბობს სასულიერო პირი.

ყოფილ მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მთავარ არხთან საუბარში ვერ იხსენებს მეუფე იაკობის ნაამბობის შინაარსს.

“არ ვიცი, რაზე მესაუბრებით და რა ვქნა, მეუფეს უნდა გავესაუბრო, გავარკვევ, რაზე საუბრობს” – თქვა ექსმინისტრმა.

Share