Home » ფინანსები » მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

29 მეწარმე დევნილსა და ეკომიგრანტს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ და მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულება აიღეს.

,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share