Home » საზოგადოება » მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია, შესაძლოა, უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს

მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია, შესაძლოა, უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროსადგურის მდგრადობის შესწავლა დასრულებულია, უკვე არსებობს რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

“ამ ხნის განმავლობაში დეტალურად შევისწავლეთ მეტროსადგურის მდგრადობა და როგორ უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია, რომ არ შეგვექმნას იგივე პრობლემა, რაც წლების წინ მოხდა.

ყველა ამ კვლევის შედეგი მიღებულია, გამოცხადებულია ტენდერი და ძალიან მალე გვეცოდინება ალბათ, გამარჯვებული კომპანია.

როგორც კი ეს გვეცოდინება, დავიწყებთ სამუშაოებს. მარტივი არ არის ამ პროექტის განხორციელება, რადგან მეტრო თავისი შინაარსით სპეციფიკურია.

დარწმუნებული ვარ, მოიძებნება კომპანიები, ვინც ამ პროექტის განხორციელებას შეძლებს. უცხოური კომპანიის ჩართვას არ გამოვრიცხავ”, – განაცხადა კალაძემ.

Share