Home » საზოგადოება » მეტროს ამუშავების შემდეგ, „გოცირიძე“ მგზავრებს ვერ მოემსახურება

მეტროს ამუშავების შემდეგ, „გოცირიძე“ მგზავრებს ვერ მოემსახურება

მეტროსადგურ „გოცირიძეზე” მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება და მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ამ ხაზზე არ გაჩერდებიან, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

Share