Home » საზოგადოება » მეტრო „ახმეტელთან“ და ჭავჭავაძის გამზირზე ველობილიკებისა და „ბასლაინების“ მოწყობა იგეგმება
მეტრო „ახმეტელთან“ და ჭავჭავაძის გამზირზე ველობილიკებისა და „ბასლაინების“ მოწყობა იგეგმება

მეტრო „ახმეტელთან“ და ჭავჭავაძის გამზირზე ველობილიკებისა და „ბასლაინების“ მოწყობა იგეგმება

გლდანში, მეტრო „ახმეტელთან“ მდებარე ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩებზე, ასევე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ველობილიკებისა და ავტობუსის განცალკევებული ზოლების („ბასლაინი“) მოწყობა იგეგმება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შესაბამისი საპროექტო სამუშაოებისთვის თანხა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 930 ათასი ლარის ფარგლებში გამოიყოფა. ამასთან, შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდება.

Share