Home » საზოგადოება » „მეტრა პარკის“ მრავალრიცხოვან მობინადრეთა უსაფრთხოება და ინტერესები „მეტრა დეველოპმენტის“ მსგავსად შესაძლოა თბილისის მერიამაც არაფრად ჩააგდოს
„მეტრა პარკის“ მრავალრიცხოვან მობინადრეთა უსაფრთხოება და ინტერესები „მეტრა დეველოპმენტის“ მსგავსად შესაძლოა თბილისის მერიამაც არაფრად ჩააგდოს

„მეტრა პარკის“ მრავალრიცხოვან მობინადრეთა უსაფრთხოება და ინტერესები „მეტრა დეველოპმენტის“ მსგავსად შესაძლოა თბილისის მერიამაც არაფრად ჩააგდოს

„მეტრა პარკის“ მრავალრიცხოვან მობინადრეთა უსაფრთხოებას და ინტერესებს  „მეტრა დეველოპმენტის“ მსგავსად თბილისის მერიაც არაფრად ჩააგდებს?

ეს ფრიად სამწუხარო და შემზარავი კითხვა გაუჩნდათ კომპლექსის მობინადრეებს და მდგომარეობას უკვე უკიდურესად საგანგაშოს უწოდებენ, რადგან „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ დაგეგმილ ახალ მასშტაბურ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც მობინადრეები ყველა შესაძლო ხერხით ეწინააღმდეგებიან, დაფიქსირდა ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები მერიის სატრანსპორტო სამსახურისგან!

კერძოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე სატრანსპორტო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე 2 თვეზე ნაკლებ პერიოდში გამოსცემს 2 განსხვავებულ დასკვნას – ა.წ. 19 ოქტომბით დათარიღებულ წერილში #16-011829247 ფიქსირდება მეტრას დაგეგმილი პროექტის მიმართ მკაცრად ნეგატიური დამოკიდებულება და წერილში პირდაპირაა აღნიშნული, რომ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაუშვებელია და მეტიც საკითხი რეალური მოცემულობიდან გამომდინარე იმდენად აშკარად მიუღებელია, რომ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური საკითხის ირგვლივ დამატებითი კვლევის ჩატარების საჭიროებასაც კი ვერ ხედავს.

თუმცა ძალიან გასაკვირია, რომ იგივე საკითხის ირგვლივ მერიის ამავე სამსახურს ა.წ. 14 დეკემბრს უკვე განსხვავებული შინაარსის წერილი #16-01183483310 აქვს მიწერილი არქიტექტურის სამსახურისთვის, რომელშიც სატრანსპორტო სამსახური თავიდან კვლავ სამართლიანად აღნიშნავს, რომ საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე არსებული განაშენიანება სატრანსპორტო კავშირისთვის შეუსაბამოა, მაგრამ ამავე დროს თქმულის შეუსაბამოდ წერილის ბოლოს პოზიციას რადიკალურად ცვლის და დაგეგმილი სამშენებლო პროექტის მასშტაბის მხოლოდ 20%-იანი შემცირების რეკომენდაციას გასცემს, რასაც არ ამყარებს არანაირი ანალიზით! 1-ელ და მე-2 წერილებს შორის პერიოდში არანაირი ზეგავლენის მომხდენი ფაქტორივი მოვლენა, გარემოება ან განვითარება არ დაფიქსირებულა!

ეს ყველაფერი მეტრას მაცხოვრებლებს საფუძველს აძლევს იფიქრონ, რომ აშკარად იკვეთება გარკვეული უკანონო ზეგავლენები, რომელიც ემსახურება მერიის სტრუქტურებში პროცესის არამართლზომიერი და არაკანონიერი კუთხით წარმართვას და რაც აუცილებლად საჭიროებს სათანადო სტრუქტურების მხრიდან სიღრმისეულ შესწავლას.

გარდა სატრანსპორტო სამსახურის წერილისა ყურადღებაგასამახვილებელი ფაქტორია, რომ „მეტრა დეველოპმენტი“ კვლავ ცდილობს მერიის სამსახურების შეცდომაში შეყვანას და დადეგენილი ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად უტიფრად ისევ საპროექტო ტერიტორიის არასწორ ფოტომონტაჟებს წარადგენს არქიტექტურის სამსახურში, რომლებიც აცდენილია ფაქტიურ მასშტაბებს და ადგილმდებარეობის რეალურ მახასიათებლებს. ასევე დაგეგმილი პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზას ატარებს და მშრალ დასკვნას დებს სპეციალისტი, რომლის პროფილი გზების და ხიდების მშენებლობაა და არა მრავალსართულიანი კორპუსების კონსტრუქციები.

ამ და ბევრს სხვა საეჭვო გარემოებასთან ერთად მერიის რიგი სამსახურების და დეველოპერის საიდუმლო უკანონო გარიგების ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტორიც, რომ მეტრას და მის ხელმძღვანელობას მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული აქვთ შემოწირეულობები, რაც დოკუმენტურადაა დადასტურებული.

ცხადია რომ მეტრას ყოველივე ეს აშკარად კომერციული გათვლით აქვს გაკეთებული, ხოლო გაღიზიანებული და დეველოპერისგან მოტყუებული მაცხოვრებლები მკაცრად აფიქსირებენ პოზიციას და მოთხოვნას თბილისის მერიის მიმართ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები გაემიჯნონ პოლიტიკურ საკითხებს და შეინარჩუნონ სამართლიანი და ადეკვატური მიდგომა საკითხის მიმართ და არ მიიღონ მხედველობაში არც პარტიული შემოწირულობის და არც სხვა საკითხისგან დამოუკიდებელი გარემოებების ფაქტორი და არ გასცენ მშენებლბის ნებართვა, ვინაიდან „მეტრა დეველოპმენტის“ მრავალი უკანონო და ცრუ მცდელობა და ნაბიჯი უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი და ამ ყველაფერს მოჰყვება კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია მოსახლეობის მხრიდან, საკითხის გარკვევაში სახელმწიფო აუდიტის და პროკურატურის შესაძლო ჩართვის ჩათვლით.

მეტრას მაცხოვრებლები აცხადბენ, რომ მომავალშიც ყველა საჭირო ღონეს და ხერხს მიმართავენ თავიანთი უფლებების და ინტერესების დასაცავად და იმედოვნებენ, რომ სამართლიანი და საღი აზრი გაიმარჯვებს და თბილისის არქიტექტურის სამსახურის პასუხი, რომელიც დეველოპერმა მაქსიმალურად შესაძლოდ დააჩქარებულ ვდებში მოითხოვა და მერიას ფაქტიურად მხოლოდ 1 დღიანი ვადა დაუტოვა ხელახალი განხილვისთვის (პასუხი უკვე ხვალ – ა.წ. 21 დეკემბერსაა დათქმული), იქნება ცალსახად უარყოფითი იმ მასშტაბურ სამშენებლო პროექტთან მიმართებაში, რომელსაც კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის სრული ნგრევა- განადგურება უნდა მოყვეს. კერძოდ, არსებული საცხოვრებელი ზოლის მომიჯნავედ 15 მეტრის სიღრმეზე ციცაბო კლდის უზარმაზარი მასივის ჭრა-ნგრევა და 200-მდე ხე-ნარგავის განადგურება ნამდვილად ძალიან შორსაა ქალაქის განვითარების იმ სტრატეგიისგან და დაპირებებისგან, რასაც ქალაქის მერი და შესაბამისი საქალაქო სამსახურები აჟღერებენ და რის გამოც მოსახლეობამ მათ ნდობა გამოუცხადა.

commersant.ge

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share