Home » საზოგადოება » „მეტრა პარკი“-ს ტერიტორია, სადაც იგეგმება 3 ახალი სახლის მშენებლობა, აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და აუმჯობესებს გამწვანების არსებულ პირობებს
„მეტრა პარკი“-ს ტერიტორია, სადაც იგეგმება 3 ახალი სახლის მშენებლობა, აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და აუმჯობესებს გამწვანების არსებულ პირობებს

„მეტრა პარკი“-ს ტერიტორია, სადაც იგეგმება 3 ახალი სახლის მშენებლობა, აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და აუმჯობესებს გამწვანების არსებულ პირობებს

„მეტრა დეველოპმენტი“ „მეტრა პარკის“ მობინადრეთა მიერ 3 ახალი სახლის მშენებლობის გამო, გეოლოგიურ საფრთეებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ მიერ გამოთქმულ შიშებს არ აქვს საფუძველი. კომპანია აცხადებს, რომ მათი განცხადებების ერთად-ერთი მიზანია კომპანიის დისკრედიტაცია.

ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, საინჟინრო გეოლოგიური კვლევა შპს „გეოინჟკომპლექსმა“ ჩაატარა, რომლის მიხედვით საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია მისაღებ პირობებშია. კვლევაზე იმუშავა ამ დარგში 34-წლიანი გამოცდილების მქონე გეოლოგმა მამუკა მამუკაშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

მთლიანი ტერიტორია შესწავლილია და ისეთი არახელსაყრელი მოვლენების საშიშროება, როგორიცაა მეწყერი, შვავი, კარსტი, ჯდომადი ან ჯირჯვადი გრუნტები ტერიტორიაზე არ აღინიშნება. აქედან გამომდინარე, რაიმე რისკები გამორიცხულია. კონსტრუქტორის რეკომენდაციები იქნება მნიშვნელოვანი, სადაც კომპანია გაითვალისწინებს ისეთ გარემოებებს როგორიც არის შრეების დახრილობა,“- ამბობს მამუკა მამუკაშვილი.

კვლევის საფუძველზე მომზადებულია საექსპერტო დასკვნაც, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ანგარიში სავსებით აკმაყოფილებს დაპროექტების მოთხოვნებს და მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე საინჟინრო- გეოლოგიური კვლევის შედეგები შეფასდა დადებითად. საექსპერტო დასკვნა ექსპერტმა გეოლოგ-ინჟინერმა, მურმან სამხარაძემ მოამზადა.

პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა, კონსტრუქტორის რეკომენდაციები უკვე გაითვალისწინა და პროექტიც ამის მიხედვით შეადგინა.

”მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური დასკვნა დადებითია, პროექტში გათვალისწინებულია დამატებითი ღონისძიებები. კერძოდ, კონსტრუქტორის რეკომენდაციით რამდენიმე სარდაფი გაკეთებულია პარკინგის სახით, რის შედეგადაც დატვირთვა მიდის ზევიდან ქვევით ვერტიკალურად,“- ამბობს არქიტექტორი.

 „ჩვენ ჩავატარეთ 2 გეოლოგიური სრული კვლევა, სადაც დაიწერა, რომ არის რთული კატეგორიის ტერიტორია სამშენებლო სამუშაობის წარმოების თვალსაზრისით, მაგრამ სამშენებლო თვალსაზრისით არის დასაშვები და საშიშროება არ იქმნება.

მაცხოვრებლების მიერ გამოთქმული ვარაუდი მტკიცებულებებით გამყარებული არ არის,“- აღნიშნავს კომპანიის იურისტი ლიკა მოდებაძე.

კომპანია განმარტავს, რომ უსაფუძვლოა ასევე, მობინადრეთა ჯგუფის ბრალდებები მწვანე საფარის განადგურების შესახებ.

შეთანხმებული დენდროლოგიური პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე, სადაც იგეგმება მშენებლობა გათვალისწინებულია მხოლოდ 9 ხის გადარგვა და ამასთან, დამატებით ათობით ხე-ნარგავის დარგვა.

კომპანია არა მხოლოდ უვლის ტერიტორიის არსებულ გამწვანებას, ასევე მუდმივად ზრუნავს მის გაუმჯობესებაზე. მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში კომპანიამ დარგო 200-ზე მეტი ხე-ნარგავი.

 „კომპანიის მოთხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო მწვანე გარემო, ამიტომ შენობების კონფიგურაცია დიდწილად განსაზღვრა მწვანე ნარგავებმა, რომელსაც ასე რომ ვთქვათ, შემოვუარეთ,“- აღნიშნავს არქიტექტორი.

Share