Home » საზოგადოება » მესტიის მუნიციპალიტეტს განახლებული სპორტსკოლა ექნება
მესტიის მუნიციპალიტეტს განახლებული სპორტსკოლა ექნება

მესტიის მუნიციპალიტეტს განახლებული სპორტსკოლა ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მულახის თემში (რომელშიც  11 სოფელი შედის და  ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) სპორტის სხვადასხვა სახეობით 100-ზე მეტი ბავშვია დაკავებული. ერთსართულიანი შენობა რომელშიც ისინი ვარჯიშობენ (ყოფილი ფერმის შენობა),  სრულიად ამორტიზებულია და  არ აკმაყოფილებს სპორტსკოლისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. პროექტი ითვალისწინებს: ძველი შენობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, სავარჯიშო-საცოცი კედლის, აუზისა და საჭიდაო დარბაზის მოწყობას და შენობის  საჭირო ინვენტარით აღჭურვას.

განახლებულ სპორტსკოლაში შესაძლებელი იქნება  პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, როგორც  ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც  ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

Share