Home » საზოგადოება » მერაბ ჯანიაშვილი – ქართული ნავთობის კარტელს 8 წელია თითი არ შეხებია

მერაბ ჯანიაშვილი – ქართული ნავთობის კარტელს 8 წელია თითი არ შეხებია

“ქართული ნავთობის კარტელს 8 წელია თითი არ შეხებია”, – ამის შესახებ ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჯანიაშვილი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაუფასურებას ესხმაურება, რომლის პოსტსაც “ბანკები და ფინანსები” უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოშიც იგივე არაა?!  ქართულ ნავთობის კარტელს 8 წელია თითი არ შეხებია, ერთხელ ღარიბაშვილის ბრძანებით კონკურენციის სააგენტომ კვლევა ჩაატარა და სექტორი 55 მილიონით დააჯარიმა, როგორც მაშინ კვლევით ირკვევოდა კომპანიები წლები შეთანხმებული ფასებით მოქმედებდნენ. თუმცა გავიდა დრო, ნავთობიმპორტიორებმა მთავრობასთან დაალაგეს და 55 მილიონიანი ჯარიმა 3 მილიონამდე შემცირდა. ეგ 3 მლნ.-ს ამბავი არ ვიცი, საერთოდ თუ გადაიხადეს. მას შემდეგ წლებია მათთვის ხმა არავის გაუცია.

აგერ ნახეთ, პოსტკრიზისული პერიოდი დადგება და ჩინოვნიკები, რომლებიც ასეთ ნაგავ ბიზნესებს ლობიებენ გამოვლენ ინიციატივებით, რომ ვითომ ბიზნესის ხელის შეწყობის მოტივით ამ და სხვა ბიზნესმენებს გადასახადები არ გადავახდევინოთ. ანუ, ბიზნესები რომლებიც საშინლად იქცევიან, 0 სოციალური პასუხისმგებლობა, 0 თავისუფალი კონკურენცია ბაზარზე, პლიუს უსუსური სახელმწიფო უწყებები, რომელიც მსგავს სუბიექტებს ყველაფერი ამის უფლებას აძლევენ, შემდეგ გამოვლენენ და ერთხმად მოგვიწოდებენ, რომ ბიზნესები რომელთა ოპერირებითაც კაციშვილია არაა ქვეყანაში კმაყოფილი კიდევ გადასახადებისგანაც გავათავისუფლოთ. (როგოც წესი თუ აკვირდებით მსგავსი მსხვილი ბიზნესები და მათი ლობისტი ჩინოვნიკების ლექსიკა ერთნაირია და ხშირად ტოპკებსაც უწევენ ერთმანეთს).

აქვე არ დაგვავიწყდეს კვირიკაშვილის ისტორიული რეფორმა, არ დავუკარგოთ კაცს ღარიბების ხარჯზე მდიდრებს საგადასახადო შეღავათები მისცა. სრულიად გაუებარი ნაბიჯი. როდესაც მოგების გადასახადის რეინვესტირებაზე გაუქმების პაალელურად ნავთობზე აქციზის გადასახადი გაზარდა“, – წერს ჯანიაშვილი. 

Share