Home » საზოგადოება » მერაბ ჯანიაშვილი: იმის მოლოდინი, რომ საპენსიო სესხი 12%-მდე ან უფრო მეტად შემცირდება, არარეალურია

მერაბ ჯანიაშვილი: იმის მოლოდინი, რომ საპენსიო სესხი 12%-მდე ან უფრო მეტად შემცირდება, არარეალურია

“იმის მოლოდინი რომ 36%-იანი საპენსიო სესხი 12-მდე ან უფრო მეტად შემცირდება არარეალურია”, – ამის შესახებ ეკონომისტი, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” ჯანიაშილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ახლა ვუსმენდი ელისაშვილის გამოსვლას პარლამენტში საპენსიო სესხებზე, სოციალურმა სააგენტო ახალი ტენდერის ვარიანტი წარმოადგინა და ახლა ჩვენც ვმუშობთ მასზეო. ამ წელს ვეღარ მოესწრება და მომავალი წლიდან პენსიონერები “ადამიანურ პროცენტში” აიღებენ სესხსო. რა არის ადამიანური პროცენტი, ძნელი ასახსნელია, ალბათ ადამიანების მიხედვით რანჟირებს. 🙂 ბევრისთვის 12-16%-იც არაადამიანურია. თუმცა იმის მოლოდინი რომ 36%-იანი (ელისაშვილის თქმით, არადა სინამდვილეში საპენსიო სესხის ეფექტური პროცენტი 30.65%-ია, ეს ან არ იცის ან შეგნებულად ამბობს უფრო მაღალ პროცენტს, რომ პოპულიზმი უფრო კარგად გაყიდოს, ხოლო მერე შემცირება დაიბრალონ) საპენსიო სესხი 12-მდე ან უფრო მეტად შემცირდება არარეალურია.

ხო და რომ არ იყოს მსგავსი არასწორი მოლოდინები კარგი იქნებოდა საზოგადოებისთვისაც ეჩვენებინათ რა პროექტი წარადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ სფეროს სპეციალისტებს ქონდეთ საშუალება ნახონ რას უნდა ელოდს 800 ათასამდე პენსიონერი. სამწუხარო პრაქტიკა გვიჩვნებს, რომ პოლიტიკოსების მიერ დახურულ კარს მიღმა განხილული დოკუმენტები ხშირად ვერ ამართლებეს საზოგადოების მოლოდინებს. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ყვითელი მარშრუტკების ტენდერი, რომელიც ვითომ მხოლოდ მოქალაქეთა კომფორტისთვის ხდებოდა და ტენდერის მერე მგზავრობის საფასური გაიზარდა, ანალოგიური იყო როცა ელ. ენერგიის გაიაფებაზე დიდი ამბები იყო 2012-ში ატეხილი და ბოლოს მხოლოდ ნახევარი თეთრით შემცირდა ტარიფი, რომელიც რამდენიმე წელიწადში უფრო მეტად გაიზარდა.

საპენსიო სესხის გარშემო პოლიტიკოსებისგან ბევრი პოპულისტური განცხადება ისმის, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებზე და სქემაზე რა უნდა შეიცვალოს არავინ საუბრობს. ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ ელისაშვილისთვის “ადამიანური პროცენტი” 35%-ია და მომავალი წლიდან პენსიონერებს გაუარესებული პირობები დახვდეთ, ხოლო ეს ამბავიც უბრალოდ ბოლოს გამოშებას ემსახურებოდა.

აქვე დავამატებ, თუ ვინმეს ხელის მიუწვდება ამ ახალი ტენდერის პროქტზე და მეც გამომიგზავნის დიდად მადლობელი დაგრჩებით. :)არადა სინამდვილეში საპენსიო სესხის ეფექტური პროცენტი 30.65%ია , ეს ან არ იცის ან შეგნებულად ამბობს ტყუილს და მაღალ პროცენტს ამბობს, პოპულიზმი უფრო კარგად რომ გაყიდოს”, – წერს ჯანიაშვილი.

Share