Home » მსოფლიო » მექსიკაში კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

მექსიკაში კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

მექსიკაში კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს. ამ ინფორმაციას მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, უგო ლოპეს-გატეი ავრცელებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა AstraZeneca მეორეა, რომლის გამოყენებაზეც მექსიკაში ნებართვა გასცეს. იქამდე კი მათ ვირუსის წინააღმდეგ Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცეს.

მექსიკაში მოსახლეობის ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. ქვეყანაში ვირუსის 1.4 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, 127 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

Share