Home » მსოფლიო » MeowTalk – აპლიკაცია, რომელიც კატების „საუბარს“ გითარგმნით

MeowTalk – აპლიკაცია, რომელიც კატების „საუბარს“ გითარგმნით

აპლიკაცია MeowTalk-ის მიზანია, ადამიანებს უკეთ ესმოდეთ კატების, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ანუ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც კატის „საუბარს“ ადამიანურ ენაზე თარგმნის.

როგორ უნდა გამოიყენოთ MeowTalk? ამ აპლიკაციის საშუალებით, იწერთ თქვენი კატის კნავილს და კრუტუნს, შემდეგ კი ამ ხმას უსადაგებთ 9 უნივერსალურ, საბაზისო სურვილს თუ შეგრძნებას, მაგალითად,  „მშია“, „მტკივა“ და ა.შ.

ამ აპლიკაციაში არაფერი არაორდინალური და მისტიკური არ არის, ის უბრალოდ გეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რა სურს, ან რა აწუხებს თქვენს კატას. ეს ყველაფერი კი ტექნიკური გათვლებისა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მუშაობს – თავდაპირველად განსაზღვრავთ  5-დან 10-მდე სხვადასხვა ხმას (კრუტუნს, კნავილს), რომელსაც თქვენი კატა გამოსცემს. აპლიკაცია კი, თითოეულ მათგანს, ჟღერადობის მიხედვით, შესაბამის შეგრძნებებს და სურვილებს მიუსადაგებს.

MeowTalk „ამაზონის“ ყოფილმა ინჟინერმა ჰავიერ სანჩეზმა შექმნა, რომელიც ახლა კომპანია Akvelon-ში მუშაობს.

MeowTalk-ის გადმოწერა App Store-დან და Google Play Store-დან უფასოა. მის ყველა ფუნქციაზე სრული წვდომა $0.99 ღირს.

წყარო: marketer.ge

Share