Home » ბიზნესი » ,,მენეჯმენტის ახლებური ხედვა ჩვენი კომპანიის წარმატების საწინდარია”
,,მენეჯმენტის ახლებური ხედვა ჩვენი კომპანიის წარმატების საწინდარია"

,,მენეჯმენტის ახლებური ხედვა ჩვენი კომპანიის წარმატების საწინდარია”

სამშენებლო კომპანია ,,როდოსი” უკვე მეორე წელია ქართულ დეველოპერულ ბაზარზე საქმიანობს, კომპანია ამ ეტაპზე ნუცუბიძის ქუჩაზე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის დეტალებსა და კომპანიის გეგმებზე კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ როინიშვილი გვესაუბრა.

– თქვენი კომპანია ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშეა, რა გზა კომპანიამ განვლო დღემდე და სადაური მენეჯმენტი მართავს მას?
– სამშენებლო კომპანია ,,როდოსი” 2014 წელს ქართულ-ბრიტანული ინვესტირებით შეიქმნა. რაც შეეხება ჩვენს გუნდსა და მენეჯმენტს, მას სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. გამოცდილი მშენებლების, არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ მაღალ სამშენებლო სტანდარტებზე გათვლილი, მშენებლობის კონცეპტუალური გადაწყვეტილებები და ახლებური ხედვა, კომპანიას მომგებიან პოზიციაში აყენებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

– რისგან შედგება თქვენი საქმიანობის სპექტრი, ეს არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თუ ორიენტირებული ხართ სხვა ტიპის პროექტებზეც ?
– ამ ეტაპზე კომპანია ორიენტირებულია საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე, თუმცა, ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ კომპანიის იმიჯს, როგორც საიმედო და სტაბილური პარტნიორი სამშენებლო ინდუსტრიაში. შესაბამისად, სამომავლოდ, არ გამოვრიცხავთ არც სხვა ტიპის პროექტების განხორციელებას. ამასთან, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად განვავითაროთ მომსახურების ხარისხი ჩვენი მომხმარებლებისთვის. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლის სისტემას.

– რა პროექტებს ახორციელებთ მიმდინარე ეტაპზე და რაც ყველაზე სენსიტიური თემაა მყიდველისთვის, როგორია ფასები თქვენს საცხოვრებელ კომპლექსში?
– კომპანია ,,როდოსი”, მიმდინარე წელს, ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად, აშენებს საცხოვრებელ კომპლექსს ნუცუბიძის ქუჩის 72 ნომერში. რაც შეეხება ბინების ფასს, დღეისათვის ამ საცხოვრებელ კორპუსში 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ღირებულება 690 დოლარს შეადგენს.

– თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების ერთ-ერთი პრობლემაა ავტოფარეხების და საკუთარი სკვერების არარსებობა. რა მდგომარეობაა ამ კუთხით თქვენს კომპლექსში?
– საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 14 საცხოვრებელი სართულისგან, აქვს 2 სადარბაზო, სადაც წარმოდგენილია 136 ბინა, თავისი ღია და დახურული ავტოსადგომებით, შესაბამისად, ჩვენ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება სკვერებს, ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის დიდ უპირატესობად ვთვლით იზოლირებულ ეზოს საქანელებით, სკამებით, დეკორატიული გაფორმებით და გამწვანებით.

– რა ტექნოლოგიით მიმდინარეობს მშენებლობა და რა მასალებს იყენებთ პროექტის განხორციელებისას?
– მშენებლობა მიმდინარეობს მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალებით, რაც ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს და საშუალებას გვაძლევს შენობის გათბობასა და გაგრილებაზე 30 %-მდე ენერგოეკონომიას მივაღწიოთ. ორთქლშეღწევადობის თვისებების გამო ენერგოეფექტური მასალისგან აშენებული სახლი სუნთქავს, როგორც ხის მასალით აშენებული. ეს თვისება განასხვავებს მას სხვა ტრადიციული საშენი მასალებისგან.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რას უნდა ელოდეს მომხმარებელი კომპანია ,,როდოსისგან”?
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით. პროექტები ისევ მრავალფუნქციური, იზოლირებული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას შეეხება.

პაატა ბაირახტარი

Share