Home » საზოგადოება » მეხანძრეებს, მეტყევეებს, ბადრაგის თანამშრომლებს შესაძლოა მიტინგზე გამოსვლა აეკრძალოთ
მეხანძრეებს, მეტყევეებს, ბადრაგის თანამშრომლებს შესაძლოა მიტინგზე გამოსვლა აეკრძალოთ

მეხანძრეებს, მეტყევეებს, ბადრაგის თანამშრომლებს შესაძლოა მიტინგზე გამოსვლა აეკრძალოთ

„ქართული ოცნება” გეგმავს, რომ საპროტესტო აქციებსა თუ მანიფესტაციებში მონაწილეობა ადამიანების ერთი ნაწილისთვის შეზღუდოს და თუკი ადრე აქციაში მონაწილეობის უფლება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, არასამოქალაქო პირებს, არ ჰქონდათ, შესაძლოა მალე მიტინგზე გამოსვლა ასევე აეკრძალოთ მეხანძრეებს, მეტყევეებს, ბადრაგის თანამშრომლებს. პლუს, შს სამინისტროს რიგით თანამშრომლებსაც კი.

სახალხო დამცველი და სხვადასხვა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს და თუკი მმართველი პარტია ამ კანონპროექტს არსებული სახით მაინც მიიღებს, ომბუდსმენი ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ხელისუფლება „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში” შეზღუდვის შეტანაზე აქტიურ „ზრუნვას” მაშინ იწყებს, როდესაც საზოგადოებრივი პროტესტის შიში უჩნდება.

„არ მინდა წინასწარმეტყველება გამომივიდეს, მაგრამ ეტყობა მოლოდინია იმის, რომ საპროტესტო აქციები დაიწყება და ახლა სჭირდებათ გარკვეული მექანიზმი, კანონის სახელით გარკვეული ჯგუფების მიმართ რეპრესიები წანოიწყონ.

“ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს 2007 წლის 7 ნოემბერი, 2011 წლის 26 მაისი და ვიცოდეთ, რომ ყოველთვის უნდა გვქონდეს ქუჩაში გამოსვლისა და მანიფესტაციის უფლება. ის არ უნდა იყოს შეზღუდული კანონით.

“ახლახანს 12-13 მაისის საპროტესტო აქციების ფონზე „სრულიად ბუნებრივია”, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩვენი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება შეზღუდოს. მაგრამ ეს რა გამოვა, ჩვენ საკმარისად განვითარებული დემოკრატიული საზოგადოება ვართ, ჩვენი ხელისუფლებისაგან განსხვავებით და პოლიტიკოსების ეს მცდელობები უშედეგო იქნება,”- ამბობს მუხაშავრია.

წყარო: resonancedaily.com

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

  • არა (74%, 837 Votes)
  • დიახ (22%, 249 Votes)
  • მიჭირს პასუხის გაცემა (4%, 41 Votes)

სულ: 1,127

Loading ... Loading ...
Share