Home » მსოფლიო » მედიკამენტების ევროპული სააგენტო AstraZeneca-ს ვაქცინას 29 იანვარს დაამტკიცებს

მედიკამენტების ევროპული სააგენტო AstraZeneca-ს ვაქცინას 29 იანვარს დაამტკიცებს

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა, რომ მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ, შესაძლოა, 29 იანვარს AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცოს.

“ჯერჯერობით ორი ვაქცინაა დამტკიცებული, მაგრამ მესამე უნდა დამტკიცდეს უახლოეს დღეებში. ჩვენს კალენდარში ეს დღე 29 იანვარია”, – თქვა მინისტრმა ეროვნულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

Share