Home » მსოფლიო » მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი საჯაროდ დახვრიტეს

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი საჯაროდ დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საჯაროდ სიკვდილით დასაჯა მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Radio Free Asia საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნოემბრის ბოლოდან კორეის შრომის პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები გაამკაცრა. მათ საჯაროდ დახვრიტეს ადამიანი, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დაეშინებინათ. იყო შემთხვევები, როცა ჩინეთის საზღვართან მცხოვრები ადამიანები გადაღმა მცხოვრებ პირებთან ურთიერთობდნენ“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში პროვინცია ჩრდილოეთ ფხიონანის მკვიდრმა.

მისი განცხადებით, სიკვდილით დასჯილი პირი 50 წლამდე კაცია, რომელსაც ჩინელი ბიზნესპარტნიორებისგან კონტრაბანდული საქონლის მიღებაში ადანაშაულებდნენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩრდილოეთ კორეას ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.

წყარო: imedinews.ge

Share