Home » მსოფლიო » მედია – რუსულმა ვაქცინამ 95%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა

მედია – რუსულმა ვაქცინამ 95%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ზე ჩატარებულმა კლინიკური ცდის შუალედურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ინექციიდან 28 დღის შემდეგ ვაქცინის ეფექტურობა 91,4%-ი, 42-ე დღეს კი -95% -ზე მეტი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანალიზი 18 794 მოხალისიდან მიღებულ მონაცემს ეფუძნება, რომელიც კლინიკურ ცდაში მონაწილეობდა და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის პირველი და მეორე დოზა ან პლაცებო გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამალეიას კვლევის ინსტიტუტის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა, „სპუტნიკ V“ აგვისტოში დაამტკიცა.

წყარო: ipn.ge

Share