Home » ბიზნესი » მძიმე მრეწველობაში მომუშავე მსხვილი ექსპორტიორები ერთ ასოციაციაში ერთიანდებიან
მძიმე მრეწველობაში მომუშავე მსხვილი ექსპორტიორები ერთ ასოციაციაში ერთიანდებიან

მძიმე მრეწველობაში მომუშავე მსხვილი ექსპორტიორები ერთ ასოციაციაში ერთიანდებიან

„რედისონ ბლუ ივერიამ“ ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის პრეზენტაციას უმასპინძლა. ასოციაციაში მძიმე მრეწველობაში მომუშავე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები გაერთიანდნენ, უკვე მიმდინარეობს სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების გაწევრიანების პროცესი.

ახლად დაფუძნებული ასოციაციის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში მსოფლიო სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიების ინტერესების დაცვა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, სფეროს განვითარებისთვის საჭირო პროფესიების პოპულარიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა.

„ჩვენ, მთავრობასთან, პარლამენტთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორთან ერთად შევძლებთ, დავძლიოთ არსებული გამოწვევები, განვავითაროთ დარგი, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა და გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკა“

– განაცხადა ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა სულხან ხვედელიძემ.

ასოციაციის პრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

Share