Home » საზოგადოება » მძღოლების ნარკოთრობის დასადგენად ნარკოტესტებს შემოიტანენ
მძღოლების ნარკოთრობის დასადგენად ნარკოტესტებს შემოიტანენ

მძღოლების ნარკოთრობის დასადგენად ნარკოტესტებს შემოიტანენ

შსს მძღოლების ნარკოთრობის დასადგენად ნარკოტესტების შემოტანას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.

როგორც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს , მიმდინარეობს მუშაობა ისეთი მოწყობილობის შესაძენად, რომელიც შემოწმების პროცესს უფრო ჰუმანურს გახდის.

“ვმუშაობთ, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების პროცესი გახდეს უფრო ჰუმანური, მათ შორის იმაზე, რომ შევიძინოთ შესაბამისი მოწყობილობა“, – განაცადეს უწყებაში.

ცნობისთვის: ნარკოტესტები ძალიან ეფექტურად მუშაობს ბევრ ქვეყანაში და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზებულია მარიხუანას მოწევა, ნარკოთრობის შემთხვევაში მართვის აკრძალვა გაცილებით მეტი ხნით ხდება, ვიდრე ალკოჰოლური სასმელით თრობისას.

Share