Home » მსოფლიო » მდინარეზე აშენებული მაგისტრალით ტყის მასივები გაკაფვას გადაურჩა
მდინარეზე აშენებული მაგისტრალით ტყის მასივები გაკაფვას გადაურჩა

მდინარეზე აშენებული მაგისტრალით ტყის მასივები გაკაფვას გადაურჩა

ჩინეთში „ჰუბეი“-ის პროვინციაში ახალი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი 9 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. ახალი მაგისტრალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ 6,8 მილის გზატკეცილი პირდაპირ ხეობაში მდინარეზეა აშენებული.

მდინარეზე გზის აშენების გადაწყვეტილება გარემოს დაცვითი მოტივებით იყო განპირობებული და აღნიშნული მშენებლობით, საკმაოდ დიდი ტყის მასივი გაკაფვას გადაურჩა. გარემოს დამცელი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პროექტი.

მაგისტრალის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი ჩენ ჯინინგი, რომელმაც ეკოლოგიური კუთხით აღნიშნული გზა დადებითად შეაფასა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტის ეკოლოგიური მხარე და თითოეული მათგანი განხორციელებამდე ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს გადის” – ჩენ ჯინინგმა

ახალ მაგისტრალს პირობითად წყლის გზა ჰქვია.

2B3C676E00000578-3192422-image-m-70_1439217296970

2B3C674100000578-3192422-image-m-72_1439217329400

2B3C674500000578-3192422-image-m-73_1439217341026

2B3C675300000578-3192422-image-a-74_1439217352900

energynews.ge

Share