Home » საზოგადოება » „მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი ნაპრალი ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს“

„მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი ნაპრალი ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს“

„ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„ჩვენ დღეს გვმართებს მეტი კრეატიულობა, არაორდინალურობა, მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებებში. მთელ მსოფლიოში იცვლება რეალობა, დღეს ჩვენ ომში ვართ უხილავი მტრის წინააღმდეგ. სახეზეა უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი. ჯერ კიდევ არ ვიცით საბოლოოდ როდის დასრულდება პანდემია. საჭიროა გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში.

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის. ეს დღეს მთელი მსოფლიოს და ჩვენი პრობლემაც არის, რაც არაფერ კარგს არ გვიქადის. უთანასწორობა ამძაფრებს უსამართლობის განცდას მოსახლეობაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Share