Home » მსოფლიო » McDonald’s-ი ნიღბების ტარებას სრულად ვაქცინირებულ ამერიკელ პერსონალსა და მომხმარებლებსაც ავალდებულებს

McDonald’s-ი ნიღბების ტარებას სრულად ვაქცინირებულ ამერიკელ პერსონალსა და მომხმარებლებსაც ავალდებულებს

სწრაფი კვების რესტორნების გლობალური ქსელი McDonald’s თავის პერსონალსა და მომხმარებლებს ნიღბების ტარებას ავალდებულებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვალდებულება აშშ-ს იმ რაიონებს შეეხება, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი ან მნიშვნელოვანი დონე შეინიშნება და ასევე, ყველა პირს, მიუხედავად იმისა, არის ვაქცინირებული თუ არა.

„დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ახალი ხელმძღვანელობა მოითხოვს, რომ ნიღბები სრულად ვაქცინირებულმა პირებმაც ატარონ, რისი მიზეზიც დელტა ვარიანტით ინფიცირების მატებაა. ამან კომპანიები აიძულა, გეგმები შეეცვალათ ვაქცინაციისა და ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით“, – წერს სააგენტო Reuters.

გასულ კვირას მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის Google-მა, Uber-მა, Technologies-მა და Facebook-მა თავიანთ ამერიკელ თანამშრომლებს, ოფისებში დაბრუნებამდე, სრული ვაქცინაცია მოსთხოვეს.

McDonald’s-ის განცხადებაში წერია, რომ არავაქცინირებული პერსონალისა და მომხმარებლებისთვის ნიღბების ტარება მანამდეც სავალდებულო იყო.

წყარო: BPN.GE

Share