Home » ახალი ამბები » Mazda MX-30 – მაზდას პირველი ელექტრომობილი საქართველოშია

Mazda MX-30 – მაზდას პირველი ელექტრომობილი საქართველოშია

თავისი არსებობის მანძილზე Mazda-მ პირველი ელექტრომობილი, MX-30 შექმნა, რომელიც უკვე საქართველოშია და “მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ ხელმისაწვდომი. მანქანა შოურუმშია წარმოდგენილი, სადაც მსურველებს ტესტ დრაივსაც სთავაზობენ.MX-30 საკმაოდ კომპაქტური SUV-ია, რომელსაც საკმაოდ მსუბუქი, ეკოლოგიური ელემენტი აქვს.

ავტომობილების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ MX ინიციალების კომბინაცია, მაზდას განსაკუთრებულ მოდელს ნიშნავს. ელექტრომობილის შექმნისას, ვიზუალური და ტექნიკური სრულყოფილების გარდა, იაპონელთა პრიორიტეტი ეკოლოგიაზე მაქსიმალური ზრუნვა გახლდათ. მაშინ როცა მსოფლიოს ავტომწარმოებლები ერთმანეთს ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე ებრძვიან, Mazda-მ გამიზნულად შექმნა ელექტრომობილი, რომლის ელემენტიც მხოლოდ 300კგ-ს იწონის, ხოლო ერთი დამუხტვით მას დაახლოებით 250 კმ-ს გავლა შეუძლია. ეს შესაძლოა ბევრი არ არის, თუმცა MX-30- ის ელემენტის წარმოებაც და უტილიზაციაც ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების მიერ შექმნილი ელემენტები.

,,MX -30 უკვე ჩვენს შოურუმშია. თეგეტას პრემიუმ ავტომობილების მიმართულებისთვის ამ სიახლეს ორი დატვირთვა აქვს. პირველი ის, რომ შეგვიძლია Mazda-ს სრულად ელექტრომობილი ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ და რაც მთავარია, ეს არის ეკომეგობრული მანქანა, როგორც ტექნიკურად, ასევე გადამუშავებული მასალით შექმნილი სალონით. გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალურია. ამ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება ,,მაზდა ცენტრი თეგეტა“ და ყველა სიახლეს მომხმარებელს ოპერატიულად, მაქსიმალურად მოკლე დროში სთავაზობს“, – ამბობს Tegeta Premium Vehicle დირექტორი პეტრე წაქაძე.

ინოვაციურია ელექტრომობილის ინტერიერიც, რომლის კარების შიდა შეფუთვა და ცენტრალური კონსოლიც, პლასტმასის ბოთლებისა და ღვინის ბოთლის სახურავების, გადამუშავებული მასალით არის შექმნილი. ზოგადად MX-30-ის ინტერიერში საკმაოდ დიდი დოზით არის გამოყენებული ვეგანური მასალა. ამგვარი მეთოდით, Mazda-მ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ეკოლოგიაზე ზრუნვის მიმართულებით.

კრეატიული გადაწყვეტილებაა კარების გაღების კონცეფციაც – ელექტრომობილს არ გააჩნია B საყრდენი და კარებებიც ერთმანეთის საპირისპიროდ იღება.MX-30-ის ნებისმიერ ვერსიაში შეხვდებით ორ, 7 და 8,8-დიუმიან ეკრანს, ცენტრალურ კონსოლზე. მას ასევე გააჩნია სწრაფი გასართობ-საინფორმაციო სისტემა Mazda Connect-ი, რომელიც სმარტფონებს, Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მეშვეობით უკავშირდება და ასევე Head up ეკრანი, რომლის მეშვეობითაც საქარე მინაზე გამოდის მძღოლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.ავტომობილს 145 ცხენის ძალა და 271-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს, რაც ქალაქისთვის საკმაოდ დიდი სიმძლავრეა. MX-30 ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 9,7 წამში ჩქარდება.50 კილოვატიანი სწრაფი დამტენით მისი დატენვა 30 წუთშია შესაძლებელი, ხოლო სახლის ჩვეულებრივ როზეტში, მის დატენვას 12 საათი სჭირდება.

ტექნიკური მონაცემები:

Mazda MX-30 E-Skyactiv

  • ძრავა: სინქრონული ელექტრომოტორი
  • სიმძლავრე: 107 კვ (145 ცხ. ძ.)
  • მაბრუნი მომენტი: 271 ნმ
  • ელემენტი: 35,5 კვ.სთ ავტომობილის წონა: 1645 კგ
  • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4395/1795/1555 მმ 0-100 კმ/სთ: 9,7 წამში
  • მაქსიმალური სისწრაფე: 140 კმ/სთ (დარეგულირებული)
  • ხარჯი: 19,0 კვ.სთ/100 კმ-ზე
  • ერთი დამუხტვის რესურსი: 250 კმ-მდე

246793550-418908366305381-5921731666211339535-n-1634633231.png

246494930-252591336825357-8367521795242700001-n-1634633246.png

Share