Mastercard-მა შესაძლოა გარკვეული ოპერაციები კრიპტოვალუტითაც შეასრულოს. ამის შესახებ კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.
„წლის ბოლომდე მხარს დავუჭერთ ჩვენს ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას“, – აღნიშნა რაჯ დამოდარანმა.
მანამდე კრიპტოვალუტაზე ავტომობილების გაყიდვას კომპანია Tesla დათანხმდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ Tesla ბიტკოინებში 1,5-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს.