Home » მსოფლიო » მასკმა 100 მილიონიანი ჯილდო დააწესა – რისთვის იხდის ტექნოლოგიების მაგნატი მილიონებს

მასკმა 100 მილიონიანი ჯილდო დააწესა – რისთვის იხდის ტექნოლოგიების მაგნატი მილიონებს

ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისთვის ჯილდოდ 100 მილიონი დოლარი დააწესა.

ამის შესახებ განცხადება “სფეის იქსის” და “ტესლას” დამფუძნებელმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა. მისივე თქმით, დამატებითი დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

მეცნიერები გლობალური დათბობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას ასახელებენ.

დღემდე CO2-ის გამოყოფის შემცირებაზეა ორიენტირებული ტექნოლოგიები მინიმალურად ვითარდებოდა.

Share