Home » მსოფლიო » მასკის კომპანია Neuralink-ი ღორის და მაიმუნის შემდეგ ჩიპების ჩადგმას ადამიანშიც აპირებს

მასკის კომპანია Neuralink-ი ღორის და მაიმუნის შემდეგ ჩიპების ჩადგმას ადამიანშიც აპირებს

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა 2020 წელს ბიოტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink წარადგინა.

მასკის მიერ დაარსებული კომპანია ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ.

ზაფხულში მისმა კომპანიამ იუთუბის არხზე გაშვებული ტრანსლაციის დროს ღორის ორგანიზმში ტვინის კომპიუტერთან მისაერთებელი ჩიპი Link 0.9 ჩაუნერგეს.

ღორის შემდეგ Neuralink-მა უკვე მაიმუნს ჩაუდგა ტვინში ჩიპი და შემდეგ ცხოველმა ვიდეოთამაშები თამაში დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ კი მასკმა საკუთარ Twitter-ზე ერთ-ერთ მომხმარებელს აცნო იმის შესახებ, რომ კომპანიაში თავდაუზოგავად მუშაობენ და მიმდინარე წლის განმავლობაში შესაძლებელია ადამიანის ტვინშიც მოახდინონ ჩიპის ჩადგმა.

წყარო : Politicano

Share