Home » ეკონომიკა » მარტში ყველაზე მეტად ტრანსპორტი, ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა

მარტში ყველაზე მეტად ტრანსპორტი, ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საქართველოში ფასებმა ტრანსპორტზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე მოიმატა.

“საქსტატის” მონაცემებით, მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანსპორტზე ფასები თითქმის 19%-ით არის გაძვირებული. უწყების ანგარიშში მითითებულია, რომ ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (27,4%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6%).

16%-ით არის გაძვირებული ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ნაწარმი.

ფასების 5,4%-იანი მატებაა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 1,62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (13,6 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (8,1 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (7,8 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,5 პროცენტი).

საქართველოში მარტში წლიური ინფლაციის დონე, თებერვლის მსგავსად საკმაოდ მაღალია და 5,4%-ს აღწევს.

საშუალო ინლაციის დონე 2,1%-ით განისაზღვრა.

Share