Home » საზოგადოება » მარჯვენა სანაპიროზე დასაშვები სიჩქარის ზღვარი 50კმ/სთ-ით განისაზღვრა
ქუჩები, სადაც „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს გააკონტროლებს

მარჯვენა სანაპიროზე დასაშვები სიჩქარის ზღვარი 50კმ/სთ-ით განისაზღვრა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 50კმ/სთ-ით განისაზღვრა. ამის შესახებ,  ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა უკვე ოფიციალურად მოქმედებს და მძღოლებს შეუძლიათ დასაშვებ სიჩქარეს მაქსიმუმ 15 კმ/სთ-ით გადააჭარბონ.

ამავე ინფორმაციით, დასაშვები სიჩქარის ზღვრის შეცვლა ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

Share