Home » ბიზნესი » მარიამ მეღვინეთუხუცესი საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა

მარიამ მეღვინეთუხუცესი საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა

მარიამ მეღვინეთუხუცესი საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა.

Bank of Georgia Group-ის ცნობით, მარიამ მეღვინეთუხუცესი დირექტორთა საბჭოში არააღმასრულებელ დამოუკიდებელ წევრად შევიდა, ეროვნული ბანკის თანხმობის შემდეგ, ის გახდება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც. ასევე იქნება საქართველოს ბანკის ჰოლდინგის რიკებისა და ნომინირების კომიტეტის წევრი.

მარიამ მეღვინეთუხუცესი 2015-2019 წლებში საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობდა. აქვს 20 წლიანი გამოცდილება ფინანსური მომსახურების სექტორში, მათ შორის 2009-14 წლებში იყო თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„საქართველოს ბანკის ჯგუფში“ ცვლილება ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის ახალი სტანდარტების შემოღების უკავშირდება. ამ რეგულაციის მიხედვით, დაზუსტდა და  დაიხვეწა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის კრიტერიუმები, თუ აქამდე 9 წლის მანძილზე ითვლებოდა პირი დამოუკიდებელ წევრად, ახლა 7 წლის მანძილზე ჩაითვლება.

ამ რეგულაციის პასუხად, Bank of Georgia Group -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნილ ჯანინიც 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე დატოვებს პოსტს, თუმცა დარჩება ორივე საბჭოში როგორც არადამოუკიდებელი წევრი.

ნილ ჯანინი „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2011 წლის 24 ოქტომბერს, 2010 წლიდან კი საქართველოს ბანკის ჰოლდინგის საბჭოსა და ნომინირების კომიტეტის თავმჯდომარეა.

ცვლილება ეხება თამაზ გიორგაძესაც, როემლიც დატოვებს ორივე საბჭოში რისკების კომიტეტის ხელმძღვანელობას. თამაზ გეორგაძე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ბანკის ჰოლდინგის დამოუკიდებელ დირექტორად, 2014 წელს კი აქციონერთა გენერალურმა კრებამ აირჩია.

იგი არის საქართველოს ბანკის ჰოლდინგის რისკებისა და ნომინირების კომიტეტების წევრი. 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. არის ასევე ბანკის ახლადშექმნილი რისკების კომიტეტის წევრი.

Share